“უკან დახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია” – მარიტა მუსელიანი

რამდენადაც შეგვიძლია, იმდენად უნდა ვიმოქმედოთ, აქ უკან დახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია, – განაცხადა, წუხელ, გვიან ღამით, „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიტა მუსელიანმა.

„ჩვენ ზემოქმედების სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია და რამდენადაც შეგვეძლება, კომპანიის ტრანსპორტს გადაადგილებაში ხელს შევუშლით. ამ მანქანებმა აქ უნდა გაიარონ, ყველა შემთხვევაში და ჩვენი კარავი ყველა გზაზე გვაქვს, ორივე მხრიდან. ამ მხრივ, მოძრაობას სრულად ვაკონტროლებთ. თუ ამ კარვებს პოლიცია კიდევ დაგვიშლის და შემდეგ ძალადობაში გადავა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჯერჯერობით, არ მოძრაობენ. ეტყობა, ერიდებიან, რადგან პროტესტი ახალი ძალებით, ახალი დაბრუნებულია და იმ კორდონს მიღმა არიან შეკეტილი. ჯერჯერობით, მათი მოძრაობა არ შეგვიმჩნევია. რამდენადაც შეგვიძლია, იმდენად უნდა ვიმოქმედოთ. აქ უკან დახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია“, – განაცხადა მუსელიანმა.

მსგავსი თემები