მორიგი ოქროს მედალი საქართველოს საერთაშორისო ჩემპიონატიდან

მორიგი ოქროს მედალი, ზურაბ კინწურაშვილმა, ამჯერად პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში  გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე მოიპოვა.

ტაეკვანდოში,G-1სარეიტინგო ტურნირს პოლონეთმა 15–16 სექტემბერს უმასპინძლა და მასში 47 ქვეყნის 1582 სპორტსმენი ასპარეზობდა.

ტურნირში, ბათუმის სასპორტო სკოლის აღსაზრდელმა ზურაბ კინწურაშვილმა (51წ/კგ) ხუთი  ბრძოლიდან ხუთივე დამაჯერებლად მოიგო და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

მიმდინარე  წლის სექტემბერში, პირველი ოქრო  ზურაბ კინწურაშვილმა (51კგ)  თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ახალგარდებს შორის მოიპოვა.

მსგავსი თემები