რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა, არიან დაკავებულები

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორს დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები  რკინის ბარიკადების მიღმა გადასვლას ცდილობდნენ. ჭყლეტვაში რამდენიმე ადამიანიც დაშავდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, არიან დაკავებულებიც.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, მათ წინააღმდეგობა პოლიციამ გაუწია, როცა ბარიკადებს იქით გადასვლას ცდილობდნენ.  

„ჩვენი მოთხოვნაა, ეს სამარცხვინო ბარიკადი აიღონ. ეს არის რეპრესიების სიმბოლო დამოუკიდებელ საქართველოში. ეს სამარცხვინო ბარიკადი, რომელიც სახლში წასვლაში გვიშლის ხელს თითოეულ ჩვენგან. ამაზე მეტი არ შეიძლება რამე ხდებოდეს, ვიდრე ეს არის, ჰესი აქ აბსოლუტურად მეასეხარისხოვანია, სადაც ეს ბარიკადია და არ გვეძლევა საშუალება, რომ სახლებში წავიდეთ. აქ არ არის საუბარი იმაზე, ხომ არ ვიჭრებით სადმე, რამეს ხომ არ ვაზიანებთ? 214 დღეა, ვართ ხეობაში და არაფერი არ დაგვიზიანებია. არსად შევჭრილვართ, გვინდა გადავადგილდეთ, გზაზე ხედავთ ბარიკადებს“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც იმყოფება.

მსგავსი თემები