“შესაძლებელია იკვეთებოდეს გარკვეული შეთანხმება კეზერაშვილთან” – ოხანაშვილი გახარიაზე

რამდენიმე დღეში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია გაიმართება. ახალი პოლიტიკური ძალის სახელი და სტრატეგია უკვე გაწერილია, გუნდის სრულ შემადგენლობას საზოგადოება, დიდი ალბათობით, შაბათს იხილავს. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ამ თემაზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, დღეს ახსენეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელიც. საკითხს მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.

“ქართული ოცნების” წევრის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, გარკვეული მედიასაშუალებები კონკრეტული პირების წარმოჩენას ცდილობენ, რაც იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ შესაძლოა, იკვეთებოდეს მხარდაჭერის მიღება დავით კეზერაშვილის მხრიდან. 

“კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ ხელი შეუწყონ კონკრეტული პირების წარმოჩენას, რაც გვაძლევს საფუძვლიან ეჭვებს, რომ შესაძლებელია გარკვეული სახის შეთანხმება, მხარდაჭერის მიღება კონკრეტული პირის, ამ შემთხვევაში, კეზერაშვილის მხრიდან იკვეთებოდეს. ამის საფუძვლიანი ეჭვები მარტივად ჩანს, როდესაც კონკრეტული მედიასაშუალება აპიარებს ერთ კონკრეტულ პირს,”-აცხადებს ანრი ოხანაშვილი. 

მსგავსი თემები