“ხელმომწერებმა მანდატების სანაცვლოდ ივანიშვილის, ხელისუფლების და პუტინი-გავრილოვის რუსეთის საქმე გააკეთეს” – ზურაბ ნადირაძე

“იქით, გაცხადებულად პრორუსი ლევან ვასაძე ოკუპანტი კრემლის იდეოლოგ დუგინს ხვდება და მისგან იღებს დირექტივებს, ანტისაოკუპაციო კანონის თანახმად კი, მისი პარტია სახელმწიფომ საერთოდ არ უნდა დაარეგისტრიროს (მაგრამ ვინაა პატრონი), აქეთ კი, “ქართულმა ოცნებამ” ხელმომწერებს ხელმოწერილი დოკუმენტი თითქმის თავზე გადაახია, სასამართლოს კლანის მოსამართლეების დანიშვნით“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ნადირაძე.

ნადირაძე ვრცლად საუბრობს ამნისტიის კანონზე და აღნიშნავს, რომ დოკუმენტს სასამართლოს რეფორმასთან არანაირი საერთო არ აქვს:

„ დოკუმენტში შეტანილ რომელ სასამართლოს რეფორმაზეა ლაპარაკი საერთოდ?! არც ამნისტიის კანონზე აპირებს ხელისუფლება დათმობას და 99 % თავისსავე ინიცირებულ კანონს გაიტანს, რის შემდეგაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ რომ ხელმომწერებმა მანდატების სანაცვლოდ ივანიშვილის ხელისუფლების და პუტინი-გავრილოვის რუსეთის საქმე გააკეთეს, რაც ქართველი ხალხისთვის ანტისახელმწიფოებრივი და ღირსების შელახვის ტოლფასია ფაქტობრივად.

თუკი ამ ყველაფრის რეზიუმეს გავაკეთებთ, ერთმნიშვნელოვნად მარტივად ჩანს, რომ ზოგადად დღეის მდგომარეობის პარლამენტი შესული პარტიებით (“ოცნება” და ხელმომწერები) , ხელისუფლება სატელიტი წარმონაქმნებით (გახარიებით, ვასაძეებით და ა.შ.) გამიჯნულნი არიან პროდასავლელი საზოგადოებისგან, დგანან ერთ მხარეს და ემსახურებიან ქვეყნის ანტიდასავლურ გზას.

გეკითხებით, რატომ უნდა ჰქონდეს დარჩენილ ოპოზიციას ზემოთ ჩამოთვილებთან რაიმე შეხების წერტილი?! პირიქით, ეს ძალები, როგორც სახელმწიფოს დამაზიანებლები, დღენიადაგ უნდა გახდნენ დარჩენილი ოპოზიციის მხილების და ინტენსიური კრიტიკის საგანი, რაც თავისთავად გამიჯნავს მათგან თუკი ვინმე პროდასავლელი ამომრჩეველი დარჩათ და საფუძველს დაუდებს შიგნით ისედაც არეულებმა ერთმანეთს წაართვან ხმები (აპრიორი იძულებულნი გახდებიან).

მოკლედ, არეული “მონასტერი” უარესად აირია,“ – წერს ნადირაძე სოციალურ ქსლეში.

მსგავსი თემები