„ქართული ოცნების“ კანონპროექტიდან პირის მხრიდან ამნისტიის თანხმობაზე, ხოლო ოპოზიციის ვერსიიდან დაზარალებულის თანხმობის შესახებ ჩანაწერის ამოღება” – კუჭავას ინიციატივა

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.

ამის შესახებ მმართველმა გუნდმა დღეს გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მხარეებს შესთავაზა „ქართული ოცნების“ კანონპროექტიდან ამოვიდეს ჩანაწერი პირის მხრიდან ამნისტიის თანხმობაზე, ხოლო ოპოზიციის ვერსიიდან დაზარალებულის თანხმობა აღარ იყოს საჭირო პირის ამნისტირებისას.

მსგავსი თემები