საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 699-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 508 პირს დაუდასტურდა, 1 481 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 26 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  1 151 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები