„ქართულ ოცნებას“ მივეცი ხმა – ვარლამ გოლეთიანის დედა

ვარლამ გოლეთიანის დედა, მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ მათი ოჯახი არჩევნებზე იშვიათად დადის.

„არ ღირს პოლიტიკაში ჩართვა. ჩვენი ოჯახიდან არჩევნებზეც იშვიათად დავდივართ. ბოლოს, მგონი, 2012 წელს ვიყავი და „ოცნებას“ მივეცი ხმა, რადგან პროგრამაში ეწერა, დიდ ჰესებს არ ავაშენებთო. ეს რომ შევახსენეთ, გვითხრეს, მაშინ კოალიციური მთავრობა იყო და სხვებმა ჩაწერესო. მოგვატყუეს, რადგან ასე სჭირდებოდათ. მოიგეს ჩვენნაირი ხალხის გული და მერე გაგვაცურეს…

დღევანდელი პოლიტიკური სისტემა, რომელიც  დასავლური მოდელია თუ რაღაც ნარევია, არ მოგვცემს საშუალებას, ხელისუფლებაში მოვიდეს ჭეშმარიტად ეროვნული ძალა, რომელიც გაატარებს სახელმწიფო ინტერესებს, არ იქნება სხვაზე დამოკიდებული“, – ამბობს მარიტა მუსელიანი.

მსგავსი თემები