„მე პირადად ჯოჯოხეთში ვარ და არავის ვუსურვებ იქ ყოფნას“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

„დამოუკიდებლობას გილოცავთ და ვისურვებ საქართველო იყოს სრულიად დამოუკიდებელი, სად ვართ ჩვენ, მე პირადად ვარ ჯოჯოხეთში იმ ჯოჯოხეთში, რომელში ყოფნასაც, არცერთ საქართველოს მოქალაქეს არ ვუსურვებ, მე იქ ვარ,“ – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მაჩალიკაშვილმა ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და დასვა კითხვა, – „სად ვართ?“

„მინდა იყოს ეს ქვეყანა ძლიერი სახელმწიფო, სად ვართ ჩვენ?  მე ვარ ჯოჯოხეთში და ამით გცემთ პასუხს თუ სად ვართ. მე გავდივარ უსამართლობას 20017 წლიდან დღემდე, თუ რამე სიბინძურე არსებობდა მე დამატყდა ყველაფერი თავზე, სად ვართ და მთლიანად უსამართლობაში,“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მსგავსი თემები