რიონის ხეობის მცველებმა „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

რიონის ხეობის მცველებმა „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და კომპანიის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეები კომპანიაში მისულ პირებს გზას უღობავენ.

რიონის ხეობის მცველები სოფელ ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილების უფლებას მხოლოდ ადგილობრივებს აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს აღმართული, ამ დროისთვის სიმშვიდეა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადებს ხელს მთელი ღამის, 6 საათი განმავლობაში ურტყამდნენ და ხმაური მხოლოდ გამთენიისას შეწყვიტეს.

თავის მხრივ, შსს-მ მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლის მანქანა მიიყვანა.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების დღევანდელ გეგმებს, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები