„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ფილარმონიასთან გზა გადაკეტეს

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა, რომლებსაც რესპუბლიკის მოედანზე კარვები აქვთ გაშლილი, ფილარმონიისკენ დაიძრნენ და სატრანსპორტო გზა გადაკეტეს. ამ წუთებში ისინი გმირთა მოედნისკენ მიემართებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი დღეს ფილარმონიასთან დარჩებიან და გზა გადაკეტილი იქნება.  

აქციის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხვალ 4- საათზე, თბილისში კიდევ ერთ აქციას გამართავენ და შემდეგ ხეობაში დაბრუნდებიან. ისინი აპირებენ, რიონის ხეობის ორივე შესასვლელის ბლოკირება მოახდინონ.  

მსგავსი თემები