“საჯაროდ ვადასტურებ, რომ ჩემი მხრიდან არავითარი კავშირი არ არსებობს რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის ორგანიზებასთან და დაფინანსებასთან” – ლევან ვასაძე

საჯაროდ ვადასტურებ, რომ ჩემი მხრიდან არავითარი კავშირი არ არსებობს რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის ორგანიზებასთან, დაფინანსებასთან, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ განაცხადა.

ვასაძის თქმით, მან უბრალოდ გულწრფელი მხარდაჭერა გამოუცხადა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს. ამასთან, აღნიშნა, რომ „მათ გამოიჩინეს ის სახელმწიფოებრივი შეგნება, რომელიც ქვეყნის მოხელეებს უნდა გამოეჩინათ“.

„საჯაროდ ვადასტურებ, რომ ჩემი მხრიდან არავითარი კავშირი რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის ორგანიზებასთან, დაფინანსებასთან არ არსებობს. არც ერთი დოკუმენტი, დასტური ამ ჭორების არ არსებობს. მე უბრალოდ საჯაროდ გამოვხატე ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის, სრულიად სამართლიანი პროტესტისა. ვთქვი, რომ ამ ხალხმა გამოიჩინა ის სახელმწიფოებრივი შეგნება, რომელიც ჩვენს მოხელეებს უნდა გამოეჩინათ და საჯაროდ მოვუწოდე ყველას, მხარი დაეჭირათ მათთვის, როდესაც ისინი თბილისში ჩამოვიდოდნენ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მსგავსი თემები