“ამ ეტაპზე, ქვეყანაში დაახლოებით 200 000 დოზა სხვადასხვა ვაქცინის მარაგია” – ამირან გამყრელიძე

  •  

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო, დაახლოებით 200 000 დოზა სხვადასხვა ვაქცინის მარაგია.

ვაქცინების რაოდენობასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.  ამირან გამყრელიძემ ის სავარაუდო თარიღები დაასახელა, როდესაც ქვეყანაში ვაქცინების კიდევ დამატებითი დოზები უნდა შემოვიდეს.  

“ამჟამად, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არის დაახლოებით 200 000 დოზა სხვადასხვა ვაქცინის მარაგი. დაახლოებით 43 000 AstraZeneca უნდა შემოვიდეს 15 ივნისამდე

ქვეყანაში კოვაქსის პლატფორმის საშუალებით, ივნისის ბოლოს ან ყველაზე გვიან ივლისის პირველ რიცხვებში ნახევარი მილიონი Sinopharm უნდა შემოვიდეს და შემდეგ მესამე კვარტალში, მოგეხსენებათ, კონტრაქტი დასრულების პირას არის, რომ უნდა შემოვიდეს თანდათანობით უკვე მილიონი დოზა Pfizer​.

ამის გარდა, პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები Sinovac​-თან , მიმდინარეობს მოლაპარაკება ნოვავაქსთან და იცით, რომ 1 400 000 დოზა ჩვენ უნდა მივიღოთ კოვაქსის საშუალებით,“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

მსგავსი თემები