ნიაგარის ჩანჩქერს საქართველოს დროშის ფერებით გაანათებენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს დროშის ფერებით განათდება ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ნიაგარა. კანადასა და აშშ-ს შორის მდებარე ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა.

კანადაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებით განათდება 26 მაისს, ადგილობრივი დროით 21:45 საათზე.

მსგავსი თემები