„მშვიდობით რეზო… შეხვედრამდე “ლესელიძეში…” – დავით ქაცარავა ბიძას ემშვიდობება

„მთელი ჩემი ბავშვობა აფხაზეთში, ლესელიძეში , ჩემს ბიძებთან, რეზო და თენგო ქაცარავებთან გავატარე..უამრავი რამე მასწავლეს ჩემმა ბიძებმა, პირველ რიგში კი ქვეყნის სიყვარული..“, – ამის შესახებ სოციალური ქსელში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა წერს.

ქაცარავამ გამოსამშვიდობებელი პოსტი ერთი საათის წინ ბიძას, რეზო ქაცარავას მიუძღვნა:

„ჩვენ საერთო ოცნებას, აფხაზეთში დაბრუნებას, გუშინ საღამოს რეზო ქაცარავა გამოაკლდა..

ჩემო უმაგრესო, უთბილესო და უსაყვარლესო ადამიანო, ჩემო რეზო, გპირდები, მთელ ჩემს დარჩენილ სიცოცხლეს მივუძღვნი ჩვენი ოცნების ასრულებას და ერთ დღესაც აუცილებლად შევცურავთ ლესელიძის ზღვაში….იქ ჩემი მეორე სახლია…მშვიდობით რეზო…

შეხვედრამდე ლესელიძეში..“, – წერს დავით ქაცარავა.

მსგავსი თემები