რიონის ხეობის მცველებმა თბილისში კარვები გაშალეს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ალისფერი კარვები გაშალა. რიონის ხეობის მცველები ღამეს კარვებში გაათენებენ, დილით კი ხელისუფლების პასუხს დაელოდებიან – სრულდება მათი მოთხოვნები თუ ბრძოლა გრძელდება.

„სამართლიანი და არგუმენტირებული ბრძოლა მოარყევს ხელისუფლებას” – ასეთია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადება.  

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ითხოვენ, „ენკამ“ დატოვოს ხეობა; შეწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება;  გამოცხადდეს აღნიშნულ სექტორში მორატორიუმი; გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

მსგავსი თემები