რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაიშლება

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც თბილისში აქ პროტესტი აქციას მართავენ, რესპუბლიკის მოედანზე კარვების გაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, დღეს ღამეს კარვებში გაათენებენ და ხელისუფლების გადაწყვეტილებას ხვალ, დღის 12:00 საათამდე დაელოდებიან.

„ჩვენი ერთობა იკრებს კიდევ უფრო დიდ ძალას და ჩვენი ეს მშვიდობიანი, სამართლიანი, არგუმენტირებული ბრძოლა მოარყევს ხელისუფლებას. მას აღარ დარჩება სივრცე იმისა, რომ სხვაზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა, რომ რომელიმე დესტრუქციულმა ძალამ აიძულა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ, რა არის ჩვენი მოთხოვნები და თუ არ გაითვალისწინებს ხელისუფლება, ნათელი იქნება, რომ პასუხისმგებლობას სწორედ ის იღებს ამ პროცესებზე. ეს მოედანი შეივსება კარვებით და დღეს აქ დავრჩებით “, – განაცხადა გოლეთიანმა.    

მსგავსი თემები