რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია იმართება

ამ წუთებში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია იმართება. არიან რეგიონებიდან ჩამოსულები, რომელიც აცხადებენ, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს და ქართული ეროვნული სიმდიდრე უცხოელების ხელში არ უნდა გადავიდეს.

აქციის მონაწილეები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ, მათ შორისაა, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ: შეწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკას“ შორის;  კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;  გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ; გაუქმდეს „ნამახვანის ჰესების“ კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და  გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

აქციაზე გამოფენილია სხვადასხვა პლაკატი. მათ შორის, იმ რეგიონების ჩამონათვალი, საიდანაც აქცია მონაწილეები დედაქალაქში ჩამოვიდნენ.  

მსგავსი თემები