ვირუსით ინფიცირების 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 972 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 547 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 425 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 733 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  337 573-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.04%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.21%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 530 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 318 599-მდე.

მსგავსი თემები