„ეპიდსიტუაციის დამშვიდების ტენდენცია გამოჩნდა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის პიკი გადავლილი არ არის, თუმცა, ეპიდსიტუაციის დამშვიდების ტენდენცია გამოჩნდა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, დღეში 1000 ინფიცირების შემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრია.

„სიკვდილიანობის ასეთი მაჩვენებელი, 20-30-ს შორის მერყეობა,  კიდევ დარჩება ალბათ ერთი-ორი კვირის განმავლობაში.​ ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე ეს იყო ორი-სამი კვირის წინ, მაგრამ ყოველდღიურად 1 000 შემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის ბევრია. მით უმეტეს, ის ყველაზე მძიმე ინდიკატორი, რომელიც გახლავთ სიკვდილიანობა“ – განმარტავს გამყრელიძე.

მისივე შეფასებით, ვაქცინაცია და თავყრილობებისგან თავის არიდება ისევ მთავარი გამოწვევაა.

„ისევ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად. დამშვიდებისკენ რომ მიდის სიტუაცია, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან 1 000 შემთხვევა ყოველდღიურად პატარა ქვეყნისთვის ბევრია.  უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. საუბარია პირბადის უნივერსალურ ტარებაზე. პირბადეზე უკეთესი პრევენციული საშუალება არ არის. მეორე – დისტანცია, რასაც ვამბობთ ყოველთვის და რაც მთავარია, დიდი თავყრილობებისგან თავის არიდება“ – განმარტავს გამყრელიძე.

მსგავსი თემები