ერთ დღეში, კორონავირუსს მსოფლიოში 12,4 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსი ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი მზარდია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღე-ღამეში, მსოფლიოში ვირუსით 607 ათასზე მეტი ინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, 24 საათში ვირუსით 12,4 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია,  მეორე  – ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, მესამეზე – ევროპა.

მსგავსი თემები