„იკადრა უკადრებელი, თავისი ჭკუით სახელმწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე“ – ღარიბაშვილი მელიაზე

„მესმის პირადად მისიც, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელმაც იკადრა უკადრებელი, თავისი ჭკუით სახელმწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე, თქვა, რომ არც გადაიხდიდა გირაოს და ვერც დაიჭერდნენ. დავიჭირეთ კიდევაც და გირაოც ძალიან კარგა დ გადაიხადეს, მიიღო კიდევაც გირაო“ – ეს განცადება ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკანორ მელიას ქმედებების საპასუხოდ გააკეთა.

მისი თქმით, ყველაფერი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გააკეთა, იყო ტყუილი ბაქიბუქი.

„ახლა ამბობს, ბაქიბუქობდა ტყუილად, რომ პარლამენტში არ შევიდოდა, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით შიგნიდან, რომ მას ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა. თუ არ უნდა შესვლა, მაშინ არ შევიდეს, დაამტკიცოს როგორი პრინციპული ადამიანია, მანაც და  ნაცმოძრაობის სხვა ლიდერებმაც. მეტი კომენტარი რა შეიძლება გავაკეთო მოვლენების ამ უპასუხისმგებლო განვითარებაზე, მათ განცხადებებზე და ქმედებებზე. ერთი რამ მინდა რომ ვთქვა: ჩვენი მოსახლეობა დაიღალა მათი მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით. ამ გაუგებარ ადამიანებზე დროს ვერ დავკარგავთ. ჩვენ საქმე უნდა გავაკეთოთ“ – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, გუნდს სისი გეგმები აქვს და ამ ყველაფერზე დროს ვერ დაკარგავს.

„ივლისიდან ყველა მუნიციპალიტეტში დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ახლა ჩვენ ძალიან დიდ პაკეტზე ვმუშაობთ, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებისთვის იქნება წარმოდგენილი. ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან გეგმებზე თითოეული რეგიონის მიმართულებით, როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება, როგორ შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, ტურიზმი და ა.შ. აი, ეს არის რეალურად ის საკითხები, რომელიც მე და ჩვენს მოსახლეობას გვაწუხებს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები