„ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად“ – ირაკლი ღარიბაშვილი

მმართველი გუნდი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს მართავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარაში შეხვედრაზე განაცხადა, ადგილობრივ არჩევნებზე, ყველა მუნიციპალიტეტში გამარჯვება მათი იქნება.

„რეალურად დავიწყეთ უკვე მუშაობა, არჩევნებისთვის მზადება, ჩვენი მთავარი მესიჯი არის, რომ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ არჩვენებამდე. ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში უნდა გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. ეს არის ჩვენი მთავარი დავალება, რომელიც ჩვენ მივეცით ჩვენი პარტიის აქტივს, ჩვენ რეგიონალურ ხელმძღვანელობას“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, გუნდის მთავარი საზრუნავი საკუთარი მოსახლეობაა.

„მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს რაც რეალურად აწუხებს. ამ პრობლემის გადაჭრაზე უნდა ვიყოთ ყველანი მომართული და არა რაღაც უსაგნო, უშინაარსო დებატებში და გაუთავებელ კინკლაობაში დავხარჯოთ დრო. ეს არის ჩვენი მთავარი მესიჯი, ძალიან კარგი განწყობაა, მობილიზებას გავაკეთებთ კიდევ უფრო მეტს და ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები