ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუნდში საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუნდში საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს. მისი თქმით, პარტიას არც ყრილობა დაუგეგმავს.  

„თვითმმართველობის არჩევნებამდე საკადრო ცვლილება არ არის დაგეგმილი. პირველ რიგში, კონცენტრირებულები ვართ არჩევნებზე. სამომავლოდ, ყრილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტიის წევრები მიიღებენ.  არც მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ყრილობა  დაგეგმილი არ არის“ – განაცხადა კობახიძემ მედიასთან.

მისივე თქმით, მმართველ გუნდში სიმშვიდეა და მსგავსი ერთიანობა არასდროს ყოფილა.

მსგავსი თემები