„გახარიამ მოიტყუა და ეს იყო ძალიან მძიმე ტყუილი“ – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ტყუილების ფრქვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან ძალიან მძიმედ მოიტყუა.

„გახარიამ მოიტყუა და ეს იყო ძალიან მძიმე ტყუილი, სამწუხაროდ, ეს რეჟიმი გრძელდება. ამის ნიშნებს კიდევ უფრო მკვეთრად დაინახავს საზოგადოება მომავალში. გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც ძალიან მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები