„ილონ მასკის სისტემამ, ხომ გაჭედა? ამერიკაშიც გაჭედა, ჩეხეთშიც გაჭედა“ – პაატა იმნაძე

  •  

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ სისტემა არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან ჭედავს.

პაატა იმნაძის განმარტებით, არ არის საჭირო ცარიელ ადგილზე ხელოვურად ზვავის აგორება.

„ცარიელ ადგილზე ნუ ავაგორებთ ზვავს, რომ გაჭედა და რაღაც საშინელება მოხდა. „სინოვაკზე“ საიტი 12:00 საათზე გაიხსნა და 2 საათში 5 ათას ადამიანზე მეტი დარეგისტრირდა. შეიძლება ჭედავს, მაგრამ ფაქტია, რომ 2 საათში 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა. რაც შეეხება სისტემების გაჭედვას, ილონ მასკსაც გაუჭედა სისტემამ, ახალ ამბებს ხომ ეცნობით ხოლმე? ილონ მასკის სისტემამ, ხომ გაჭედა?  შეგიძლიათ ნახოთ, ამერიკაში, როგორ გაჭედა სისტემამ, ჩეხეთშიც გაჭედა. ყველაფერი ხდება, ტექნიკაა, კომპიუტერი, ელექტრონიკა, უამრავი ბაზაა ერთმანეთთან დაკავშირებული“ – განმარტა იმნაძემ.

მსგავსი თემები