„რომელი ჭკუათმყოფელი ტურისტი ჩავა ქვეყანაში, სადაც ქვეყანა ინგრევა?!“ – პაატა იმნაძე სახმელეთო მიმოსვლის აღდგენაზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველო სახმელეთო საზღვრების გახსნას განიხილავს და სავარაუდოდ, მალე გაიხსნება.

„სახმელეთო საზღვრებზე, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ცოტა ხნის წინ რთული ვითარება იყო.  თურქეთში კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული შტამიც“ დაფიქსირდა,  „ბრაზილიური შტამიც“ და „ინდური შტამიც“. მესმის ბიზნესის, ტურიზმის ინტერესები, მაგრამ, შენს ქვეყანას  მაქსიმალურად უნდა შეუწყო ხელი, რომ ტურისტულ სეზონზე, ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი და უსაფრთხო ყოფილიყო ტურისტებისთვის. რომელი ჭკუათმყოფელი ტურისტი ჩავა ქვეყანაში, სადაც ქვეყანა ინგრევა?!“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე შეფასებით, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რომ  მაღალი პიკი არ გვქონოდა.

„ჩვენი ყველა ქმედება  გათვლილი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში ძალიან მაღალი პიკი არ ყოფილიყო, სამედიცინო სექტორზე ძალიან მაღალი დატვირთვა არ ყოფილიყო, რაც მოგეხსენებათ არ არის ადვილი გასაკეთებელი. ყვველაფერი მიმართული იყო,  რომ ქვეყანა მიმზიდველი ყოფილიყო ტურისტებისათვის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჯერჯერობით ამ დაგეგმილ მაჩვენებლებს მივყვებით. საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რჩება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები