“სიჩუმის რეზოლუცია-აფხაზეთი“ – უნიკალური ფოტოგამოფენა თბილისში

თბილისი ფრანგი ფოტოხელოვანის, ორელიენ ვილეტის ფოტოგამოფენას ხვალ, 27 სექტემბერს, 18:00 საათზე უმასპინძლებს.

გამოფენა ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას საქართველოს მუზეუმში გაიხსნება სახელწოდებით – “სიჩუმის რეზოლუცია-აფხაზეთი“.  ხელოვანის ობიექტივი ასახავს აფხაზეთში არსებული, მიტოვებული შენობების მდგომარეობას და მძიმე რეალობას.  ის ერთგვარი შუამავალია სიცოცხლით სავსე წარსულის მოგონებებსა და სევდიან, ჩუმ დღევანდელობას შორის, მონატრებასა და უძლურებას შორის…

ორელიენ ვილეტი 2016 წელს ესტუმრა აფხაზეთს.
გამოფენის გახსნაზე დაგეგმილია თეატრალური პერფომანსი. გამოფენას დაესწრებიან ავტორი და საპატიო სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან.
გამოფენის სულისჩამდგმელია დალი უბილავა – დე გრააფი.

მისამართი: თბილისი, რუსთაველის 3, მე-4 სართული.

მსგავსი თემები