„ჰესი არ აშენდება“ – რატომ ესტუმრა თურქეთის ელჩი ლევან ვასაძეს და რა გააგებინა ბიზნესმენმა მას?!

თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი ბიზნესმენ ლევან ვასაძის სახლშ იმყოფებოდა. როგორც ვასაძე განმარტავს, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მათ ისაუბრეს, ნამოხვანჰესის მშენებლობა იყო. ლევან ვასაძის თქმით, ელჩმა ყველაფერი კარგად გაიგო და გაგებით მოეკიდა.   

„ჩემთან სახლში სტუმრად ბრძანდებოდა თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი  ფატმა სერენ იაზგანი. რამდენიმე საათიანი, ვრცელი, საინტერესო საუბარი გვქონდა. მე გავაცანი ქალბატონ ელჩს ჩემი პოზიცია, რომელიც მხოლოდ ნამოხვანჰესს არ ეხებოდა და საუბარი იყო გეოპოლიტიკაზე. მე მომეცა საშუალება, რომ ქალბატონი ელჩისთვის მკაფიოდ დამეფიქსირებინა ჩემი ხედვა ამ ჩიხიდან გამოსავლისა. მინდა გითხრათ, რომ მომეჩვენა, ქალბატონი ელჩი გაგებით მოეკიდა ჩემს ამ ოპოზიციას და მე მას ვუთხარი, რომ ჩემთვის და თოთოეული ქართველისთვის შეურაცხმყოფელია, როდესაც ჩვენ გვაბრალებენ სიგიჟეს, ქსენოფობიას, თურქოფობიას –  ჩვენ გეუბნებით თქვენ, ძვირფასო მეგობრებო, ელჩებო, უცხოელებო, ჰესი არ აშენდება თუ ადგილობრივ მოსახლეობას არ უნდა იმ ფორმით და თუ აშენდება, საკონტროლო პაკეტი იქნება ჩვენი და ელჩმა ეს გაიგო. მან ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა“ – განმარტავს ლევან ვასაძე.   

მსგავსი თემები