ავარია გურჯაანში – დაშავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ორი თანამშრომელი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორი თანამშრომელი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ჭერემში მოხდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო ორმა ადამიანმა. ადგილზე პოლიცია და   სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

მსგავსი თემები