“თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის საკითხი 19 აპრილის შეთანხმების ფორმატში განხილული არ ყოფილა” – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების ფორმატში თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის საკითხი განხილული არ ყოფილა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, თავად პარტიების გადასაწყვეტია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საკითხზე მსჯელობის გაგრძელება.

ამასთანავე, ელჩმა საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები პერსპექტიულად შეაფასა.

„მე შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები პერსპექტიულად გამოიყურება. იყო გარკვეული დისკუსია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირებით, მაგრამ თამარ ჟვანიას პოზიციასთან დაკავშირებული დისკუსია არ ყოფილა 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში და თავად პარტიებზეა დამოკიდებული ამ განხილვის გაგრძელება,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები