“გელათს არ სცალია სკანდალებისთვის – ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე” – თეა წულუკიანი

მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის – ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, რადგან კიდევ უფრო აზიანებს ხარაჩოებზე ბოდიალი იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელშიც სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის, – ამის შესახებ კულტურის მინიტრმა თეა წულუკიანმა გელათის სამონატროს კონპლექსთან დაკავშირებით განაცხადა.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე 2008 წლიდან 2020 წლამდე მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი.

ასევე მან აღნიშნა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე განთავსებულ ხარაჩოებზე სიარულისგან თავი შეიკაონ.

მისივე თქმით, ძეგლთა დაცვის სააგენტომ მოთხოვა, რომ ხარაჩოებზე მისასვლელი დაიკეტოს არაუფლებამოსილი პირებისთვის, რაზეც უწყებამ თანხმობა მისცა.

„2008 წლიდან 2020 წლამდე სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე, ჩემი სუბიექტური აზრით, მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი. ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეებრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდით აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, შეირჩა სწორედ საექსპერიმენტოდ გელათი. ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი და მინდა ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებ ყველასთვის გასაგებ სიტყვას, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, რადგან კიდევ უფრო აზიანებს ხარაჩოებზე ბოდიალი იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელშიც სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის. მოწოდება მუდმივად არის, რომ ჩამოიყვანეთ უცხოელი ექსპერტები. მინდა შეგახსენოთ, რომ არც ერთი უცხოელი ქსპერტი ჩვენი თანამშრომელი არ არის, რომ ჩვენ მას მივუთითოთ, როდის ჩამოვიდეს.

მიუხედავად ამისა, პანდემიის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და რეკორდულად მოკლე დროში იუნესკოსგან მოვიპოვეთ თანხმობა, რომ ერაყიდან ჩამოვა ამჟამად იქ მყოფი იტალიელი ექსპერტი და ჩვენ ივნისში შევძლებთ ვნახოთ მასთან ერთად სახურავი, რომლის გაუმართაობის პირველი და პირდაპირი შედეგი არის სწორედ ფრესკების დაზიანება, დავუსვათ სწორი დიაგნოზი, თუმცა ჩვენ ქართველი ექსპერტების მონაწილეობით, ვინც საქმე იცის და ვინც სამწუხაროდ, 70-80 წლის ასაკში მათ აზრს არავინ ეკითხებოდა 2021 წლის მარტამდე, სწორედ მაშინ უნდა გქონოდათ მოწოდება, რომ ხანდაზმულ ექსპერტებს, ქართველებს ჰკითხეთ აზრიო. სამწუხაროდ, ქვეყანაში არის პროფესიონალიზმის წყვეტა ამ დარგში. მათთან ერთად ჩვენ დიაგნოზი გვაქვს დასმული, მაგრამ ველოდებით ექსპერტს. მთავარია, რომ დროებითი გადახურვა, რომელიც პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არ უხდება ამ ძეგლს, უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი აღარ ჩადის, თუმცა წარსულში ჩასული წყლის გამო, ტენიანობა არის ტაძარში.

ამიტომ, ყველას გთხოვთ, მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის. თავი შეიკავეთ ხარაჩოებზე სიარულისგან, რადგან ძეგლთა დაცვის სააგენტო ფიქრობს, რომ შესაძლებელია ამგვარმა მოძრაობამ არაპროფესიონალების მიერ, ხარაჩოებზე სიარულმა, კიდევ მეტად დააზიანოს ფრესკები. ამიტომ, სააგენტომ გუშინ მოითხოვა და ჩვენ მივეცით თანხმობა, რომ ხარაჩოებზე მისასვლელი დაიკეტოს არაუფლებამოსილი პირებისთვის“ , – განაცხადა წულუკიანმა.

აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი ჩამოვარდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოც გამოეხმაურა.

როგორც სააგენტო განცხადებაში განმარტავს, მასა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, უნდა იყოს ტაძარში ფრესკების მონიტორინგის მიზნით განთავსებულ ხარაჩოზე ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის ასვლის და გადაადგილების შედეგი, რასაც დამატებითი შესწავლა სჭირდება.

მსგავსი თემები