ცნობილია, სად და როდის გაიმართება „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე 23 მაისს აქციის გამართვას გეგმავენ. აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მოქალაქეები შეკრებას 14:00 საათიდან დაიწყებენ.

„23 მაისს უნდა შევიკრიბოთ ბევრნი. მეტი სიმრავლე არის მნიშვნელოვანი. რესპუბლიკის მოედანზე იქნება ჩვენი აქცია და შეკრებას დავიწყებთ 14:00 საათზე. ამ ყველაფერს ვაკეთებთ თვითორგანიზებით და ალბათ ყველაზე მეტად ამ პროცესში ეს არის სასიამოვნო. ამასთან, ეს იქნება განგძობითი აქცია. ადამიანები რაიონებიდან ემზადებიან წამოსასვლელად და დასარჩენად. 23 მაისმა უნდა თქვას თავისი სიტყვა და ხელისუფლებამ შეხედოს ერთ მნიშვნელოვან რამეს, რომ ჩვენი სიმრავლე მისთვის ვერ იქნება დაძლევადი მისთვის კარგად ნაცადი ხერხით. საუბარია შავ პიარსა და ტალახის სროლაზე ჩვენი მიმართულებით“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მსგავსი თემები