ისრაელ-პალესტინას შორის საჰაერო დარტყმები გრძელდება, არიან დაღუპულები

ისრაელ-პალესტინას შორის საომარი მოქმედებები დღეს დილიდან განახლდა. ისრაელმა, ღაზას სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაზე 100-ზე მეტი დარტყმა განახორციელა. არიან დაღუპულები.   

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, განადგურებულია საჰაერო-თავდაცვითი სისტემები.

მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევისა და გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრებისა, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხარეებს შორის შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის.

როგორც ეგვიპტის უშიშროების წარმომადგენლები აცხადებენ, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით ძირითად პრინციპებზე შეთანხმება შეძლეს, თუმცა, საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა.

ისრაელ-ალესტინას შორის საჰაერო დარტყმები დაახლოებით 12 დღეა გრძელდება. დაშავებულთა რაოდენობა ათასს აჭარბებს, მსხვერპლთა რაოდენობა კი ორივე მხარეს 400-სს აღწევს.

მსგავსი თემები