„იქმნება შთაბეჭდილება, რომ ე.წ. მესამე ტალღის პიკმა გადაიარა“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არსებული სურათით, ვირუსის პიკი გადავლილია.

„ბოლო 2-3 დღის მანძილზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ „მესამე ტალღის“ პიკმა გადაიარა. თუ ზაფხულში შევალთ შედარებით სტაბილური მდგომარეობით და ზაფხულს მასობრივი ვაქცინაციისთვის გამოვიყენებთ, ამ წლის ბოლოს გაცილებით უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან.

ინფექციონისტის შეფასებით, კორონავირუსმა სეზონური ვირუსი დაამარცხა და ის თითქმის არც დაფიქსირებულა.

„წინა სეზონზე, შემოდგომის, ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში ყველაზე ხშირი სეზონური გრიპის ვირუსი საქართველოში პრაქტიკულად არ გვქონია. ეტყობა, იმ პრევენციულმა ზომებმა, რომელსაც კოვიდისთვის ვიღებდით, მათ შორის პირბადემ, შეზღუდვებმა, გრიპის ვირუსის პრევენცია მოახდინა“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები