„ჩინური ვაქცინა, უსაფრთხოების კუთხით, ერთ-ერთი საუკეთესოა“ – თენგიზ ცერცვაძე

„ჩინურ ვაქცინას გართულებების ყველაზე დაბალი რიცხვი აქვს“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.

მისი შეფასებით, ჩინური „სინოვაკი“, ამ ეტაპისთვის, 30 ქვეყანაში გამოიყენება.

„სინოვაკი“ არის ერთ-ერთი ორი ყველაზე ცნობილი ჩინური ვაქცინიდან. ორივეს, „სინოფარმს“ და „სინოვაკს“ დღესდღეობით საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს. 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება „სინოფარმი“ და დაახლოებით 30 ქვეყანაში „სინოვაკი“. თურქეთი და აზერბაიჯანი მთლიანად „სინოვაკის“ ვაქცინით იცრებიან. კვლევის შედეგები კარგია“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე შეფასებით, მოსახლეობას თამამად შეუძლია, ჩინური ვაქცინაციით აიცრას.

„ითვლება, რომ ჩინური ვაქცინები სწორედ უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მათ აქვთ ყველაზე უფრო დაბალი რიცხვი გართულებების. შესაძლოა, ჩინური ვაქცინები დაცვის თვალსაზრისით მცირედით ჩამორჩებიან წამყვან ვაქცინებს, მაგრამ მათაც აქვთ დაცვის ძალიან კარგი პროცენტი, განსაკუთრებით კრიტიკულად მძიმე შემთხვევებისგან და ასევე, აქვთ უსაფრთხოების ძალიან კარგი პროფილი“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „სინოვაკით“ ვაქცინაცია 24 მაისიდან დაიწყება.

მსგავსი თემები