21 მაისიდან „სინოვაკით“ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იწყება

„სინოვაკის“ წარმოებული ვაქცინა „კორონავაკი“ 32 ქვეყანაშია ავტორიზებული. აღნიშნული ვაქცინით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია საქართველოში 21 მაისიდან იწყება. უშუალოდ ვაქცინაცია კი 24 მაისიდან დაიწყება. 

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომელ საათზე გაიხსნება რეგისტრაციის ფანჯარა, ხვალ გამოცხადდება.

პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინა „სინოვაკის“ სახელითაა ცნობილი, თუმცა ეს მწარმოებელი ბრენდის სახელია, ოფიციალურად კი, ვაქცინას „კორონავაკი“ ჰქვია.

აღნიშნულ ვაქცინას, ამ ეტაპისთვის, ატორიზაცია არ გააჩნია. როგორც იმნაძემ განმარტა,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას ავტორიზაციას, უახლოეს დღეებში მიანიჭებს.

საქართველოს „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა დასაწყობებული აქვს, რომელიც ჩინურმა მხარემ გვაჩუქა.

მსგავსი თემები