„აცრის წინ არავითარი კვლევები და ანალიზი საჭირო არ არის“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის  წინ გამოკვლევები საჭიროებას არ წარმოადგენ.

„არავითარი კვლევები, არავითარი ანალიზები აცრის წინ საჭირო არ არის. ვერ დამისახელებთ მსოფლიოში ვერც ერთ გაიდლაინს, ვერც ერთ პუბლიკაციას, სადაც წერია, რომ ამ ანალიზის დროს ვაქცინის გაკეთება შეიძლება და ამ ანალიზის პასუხების დროს არ შეიძლება. ამიტომ კატეგორიულად აცრის წინ ამის გაკეთება არ არის რეკომენდირებული, გაუფრთხილდით თქვენს თანხებს და ნერვებს“ – აცხადებს პაატა იმნაძე.

მსგავსი თემები