„მე დავტოვე პარტია და გავაგრძელებ საპარლამენტო საქმიანობას“- „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი „მედიაცენტრ მთავრში“

„გუშინ ჩატარდა პოლიტსაბჭო, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პარტია არ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, მე მივიღე გადაწვეტილება დამოუკიდებლად გავაგრძელო საპარლამენტო საქმიანობა და ვტოვებ  პარტიას, „ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა.

ნაკაიძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციის ბოიკოტს ჰქონდა შედეგი:

„ჩემი პოზიცია არ შეცვლილა, იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა, ის ბოიკოტი, რომელიც ოპოზიციის მიერ იქნა გამოცხადებული, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროცესებში.

მე წარმოვადგენ მუსლიმთა თემს და ვთვლი,რომ ჩემი ამ პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა ნაკაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები