თბილისში დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობთან დაკავშირებით მერიაში განაცხადების წარდგენის ვადა პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა

თბილისში დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობთან დაკავშირებით მერიაში განაცხადების წარდგენის ვადა პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაუმთავრებელი მშენებლობებისთვის არსებობს სპეციალური რეგულაციები და ბევრი კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბევრი პრობლემა მოგვარდა.

„დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობთან დაკავშირებით მერიაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა იყო 30 მაისი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაგრძელოთ ეს ვადა და პირველ სექტემბრამდე მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, შემოიტანონ განაცხადები. ვიზუალურად რავის სიამოვნებს, როდესაც დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობეს ხედავს ქალაქში. ამ განცხადებების შემოტანის ვადას ვახანგრძლივებთ და პირველ სექტემბრამდე აქვთ ადამიანებს საშუალება, შემოიტანონ განაცხადები. მათ გვერდით დავუდგებით, მაქსიმალურად დავეხმარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები