„მთავარში“ გოგა ხაინდრავამ დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებას ეხება

ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ აგვისტოს ომის დროინდელი დოკუმენტი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს ისეთი არაფერი უთქვამს, რაც ამ დუკუმენტში არ წერია. დოკუმენტს ხელს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აწერენ და ის ომის დაწყებას ეხება.

„ეს არ არის საარჩევნო კამპანია, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ის აღვირახსნილი ქმედება იმ დანაშაულებრივი ჯგუფიდან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, სრულიად შეუთავსებელია დღევანდელ საქართველოსთან და ამას დოკუმენტურად დაგიდასტურებთ კიდეც. ესის ფაშისტური კამპანია, რომელსაც სათავეში რუსული ძალები უდგანან“, – აღნიშნა ხაინდრავამ „მთავარში“.

რაც შეეხება დოკუმენტს, ეს არის გაეროს რეზოლუცია #1633, მის შინაარსი და ხელმომწერები გოგა ხაინდრავამ მედიას დღეს გააცნო: „2008 წლის 2 აგვისტოს,  ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტი,რომელსაც  რომელსაც ხელს აწერს გიგა ბოკერია, პეტრე ცისკარიშვილი, ელენე თევდორაძე და ლევან ბერძენიშვილი, ვკითხულობთ:  „2008 წლის   7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია“.  ეს არის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია  და იმ დიდი სიცრუის მონაწილე ხართ ყველანი, ვინც აცხადებთ, რომ  სალომე ზურაბიშვილმა თურმე რაღაც ისეთი თქვა, რომელიც ავნებს საქართველოს. სალომეს არაფერი უთქვამს, თქვა ის, რა ამ დოკუმენტში წერია და თქვა, რომ ეს მთელმა მსოფლიომ იცის“.

ხაინდრავა მედიას მიმართავს და მოუწოდებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას თავი დაანებონ.

„სალომემ იმაზე ბევრად უფრო ნაკლები თქვა, ვიდრე ამ დოკუმენტში  წერია. ბევრად უფრო ნაკლები თქვა, ვიდრე სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებში წერია და საათობრივი ინფორმაცია იგზავნებოდა ვინ ისროლა, რამდენი ტყვია გავარდა, საიდან გავარდა და ასე შემდეგ. ამიტომ, ამ სიცრუეში ნუ მონაწილეობთ. სირცხვილია, შვილები გყავთ და პასუხისმგებლობა გაქვთ ამ ერის წინაშე.  მედია, ნუ შეგყავს შეცდომაში ქართული საზოგადოება“ – მიმართა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები