თბილისის ყველა უბანში ძველი ავტოფარეხების ადგილს მწვანე სივრცეები დაიკავებს

  •  

თბილისში, უფუნქციო ავტოფარეხების ადგილას შესაძლოა მწვანე სივრცეები მოეწყოს. ამ საკითხზე მოსახლეობასთან კომუნიკაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის ყველა რაიონის გამგებლებს დაავალა.

​როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროექტის განხორციელება მხოლოდ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში დაიწყება.

​მისივე თქმით, დედაქალაქის ყველა რაიონში და უბანში არსებობს ავტოფარეხები, რომელთა ადგილზეც შესაძლებელია საინტერესო პროექტების განხორციელება, მათ შორის სკვერების, ბაღების, სპორტული მოედნების აშენება, რისთვისაც საჭირო ყველა ხარჯს თბილისის მერია თავად გაიღებს.

“ბევრს ვმუშაობთ, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად. ეს ზოგადად მსოფლიო გამოწვევაა და თბილისშიც ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. მნიშვნელოვანია, როგორც პარკების, სკვერების რეაბილიტაცია და მშენებლობა, ასევე, ახალი მწვანე სივრცეების მოწყობაც. თუ უბნებში მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით მოვახერხებთ, რომ ამ სიმახინჯეების ადგილას, რომელიც უფუნქციოა და მეტწილად არაკანონიერიც, მოეწყოს რეკრეაციული ზონები, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. ქალაქში გაჩნდება უფრო მეტი მწვანე სივრცე, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა, დრო გაატარონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები