ლგბტ აქტივისტების ინსტალაციის დარბევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

„დედაენის ბაღში“ ლგბტ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება დაიწყო. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულზე.

კერძოდ, კი საუბარია ძალადობით ან  მუქარით ადამიანის დევნაზე, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო. ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, „დედაენის ბაღში“ ლგბტ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ დააკავეთ გურამ ფალავანდიშვილი; დაიცავით ადამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება!“- აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

მსგავსი თემები