„აშშ-ს დუმილმა სიტუაცია ხოცვა-ჟლეტამდე მიიყვანა“ -აცხადებენ პალესტინაში

პალესტინა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, იმოქმედოს და დუმილის მდგომარეობას ნუ გამოიყენებს, როცა სახეზეა საომარი მოქმედებები.

პალესტინის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, აშშ-ის დუმილი ისრაელს ომის დანაშაულში ხელს უწყობს.

„ისრაელის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილმა და ამ ვითარების თავდაცვად შერაცხვამ სიტუაცია ხოცვა-ჟლეტამდე მიიყვანა“, – აცხადებს პრეს-სპიკერი ნაბილ აბუ რუდეინაჰმა.

პალესტინა ამერიკას გააქტიურებისკენ და ჩარევისაკენ მოუწოდებს: „დროა, აშშ-მ იმოქმედოს და შეაჩეროს ისრაელის ულმობელი შეტევა… პალესტინელები საკუთარ მიწას, იერუსალიმსა და წმინდა ადგილებს არასდროს მიატოვებენ.“

მსგავსი თემები