თბილისში მასწავლებლების ტრენინგ -კურსები გაიმართება

განათლების საერთაშორისო აკადემია IAE საქართველოს მასშტაბით მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგ-კურსს – “საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა”, თბილისში, 29-30 სექტემბერს გამართავს.

მასწავლებლებს სთავაზობენ ორდღიან პროგრამას, რომელიც დატვირთული იქნება პრაქტიკული დავალებებით.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ორგანიზატორებმა განუცხადეს, ტრენინგის თითოეული მოდული ემსახურება მასწავლებლის პროფესიულ ზრდას. პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს, ინდივიდუალურ და გუნდურ მომზადებას შემდეგ თემაზე: პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; კვლევის მეთოდები – მონაცემთა შეგროვება და ანალიზი; კვლევის შეფასების რუბრიკა.

პროექტის განხორციელების შემდეგ გაიცემა სამუშაო მასალა და ორენოვანი სერტიფიკატი. მონაწილეობის პოზიციაზე განაცხადის შეტანა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მასწავლებელს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული თემატიკით. რეგისტრაცია შესაძლებელია 2018 წლის 22 სექტემბრის 00:00 საათამდე.
ტრენინგის ხანგრძლივობა 8 აკადემიური საათია, რომელიც გადანაწილებულია ორ დღეზე 4-4 სატრენინგო საათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის http://​ttps://docs.google.com/forms/d/1SjRw_JpjVoAVGqcNc-ifCcQm9SJNg5YsIeMGsGrbl3E/edit

მსგავსი თემები