ქუთაისის ერთ-ერთ სკვერში LED განათება მოეწყო

ქუთაისში, რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში LED განათების სისტემა მოეწყო. სკვერში არსებული ხეები ღამის საათებში, ამიერიდან მწვანედ და ლურჯად განათდებიან.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, სამუშაო ა(ა)იპ “ქუთგანათებამ”  შეასრულა. აღნიშნულ სკვერში ღამის განათება პირველად მოეწყო.

მსგავსი თემები