“ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს” – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს.

„დაგეგმარება არასწორია. ადამიანები დაბნეულები არიან. ერთის მხრივ, შენ აკეთებ შეკრებებს, მეორე მხრივ – აკრძალულია. ყოველთვის ერთი, სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდო. არ უნდა იხტუნაო მარჯვნივ და მარცხნივ. სამწუხაროდ, მთელი ვაქცინაციის პროგრამა და ჩვენი კოვიდის მართვის პროგრამა არის ავხტი, დავხტი. ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს.” – ამბობს ფხაკაძე.

მსგავსი თემები