ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისში კონცერტით აღნიშნეს

ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისელ მოსწავლეებსა სტუდენტებს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში გამართული კონცერტით მიულოცეს.

​ღონისძიება ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კულტურის განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული. მასში მონაწილეობდნენ მომღერლები: ოთო კვალიაშვილი, სოფო ბათილაშვილი, ია ტომაში და თამუნა გიორგაძე. კონცერტი ჯგუფ „მუზეუმის“ გამოსვლით დასრულდა.

დღეს, 24 სექტემბერს, სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში. პატარებს სწავლის დაწყება ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა. ქალაქის მერმა ქუთაისში რამდენიმე ბაღის შენობაც დაათვალიერა, რომლებიც წელს გარემონტდა.
გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს მაქსიმალურად მომზადებული ხვდებიან.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ქალაქში სულ 37 ბაგა-ბაღია, სადაც წელს 10 000 ზე მეტი ბავშვი მიიღეს.

მსგავსი თემები