“ნაცმოძრაობასთან” რაღა უნდა ვილაპარაკოთ, გაბანძებული პარტიაა” – ალეკო ელისაშვილი

  •  

“ნაციონალურ მოძრაობას” სხვისი ხელით უნდა პატიმრების გათავისუფლება, სხვისი ხელით უნდა საარჩევნო რეფორმა და მერე თურმე შემოვლენ პარლამენტში, აი დარდი თუ არ შემოვლენ, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არის „გაბანძებული პარტია“ და მათთან კონსულტაციებს არ აპირებს.

“ნაციონალურ მოძრაობასთან” რაღა უნდა ვილაპარაკოთ, არის გაბანძებული პარტია. მთელი ნახევარი წელი ჩვენ გვლანძღავდნენ როგორ შედიან, „უპრავებენ“ პარლამენტს და ახლა თვითონ იძახიან, რომ პარლამენტში უნდა შემოვიდეთო. სამარცხვინოები! სამარცხვინოა მათი პოზიცია, დარჩნენ ქუჩაში, აი დარდი. გინდა შემოსულან გინდა არა, საერთოდ არ მადარდებს ” ნაციონალური მოძრაობა” და არანაირი კონსულტაციებს არ ვაპირებ. ვინ გაათავისუფლა პატიმრები? “ნაციონალურმა მოძრაობამ”? პატიმრები გამოვიდნენ შეთანხმების და ხელმოწერის შედეგად. მანამდე ოთხი ადამიანი გავათავისუფლე. პირადად მე და ლევანმა ორი ადამიანი გამოვიყვანეთ ციხიდან, მართალია იმ ხალხს მადლიერების ნატამალი არ აღმოაჩნდა, მაგრამ მაინც. ახლა ვინც ხელი მოაწერა მათი წყალობით გამოვიდა ნიკა მელიაც და გიორგი რურუაც. “ნაციონალური მოძრაობამ” თავისიანები ჩატოვა ციხეში, სხვის ხარჯზე უნდათ ხალხის გათავისუფლება. ასეთი უსინდისობა არასოდეს არ მომისმენია ქართულ პოლიტიკაში. სხვისი ხელით უნდათ პატიმრების გათავისუფლება, სხვისი ხელით უნდათ საარჩევნო რეფორმა და მერე თურმე შემოვლენ პარლამენტში, აი დარდი თუ არ შემოვლენ” , – განაცხადა ელისაშვილმა.

ასევე, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთან საუბარს არ აპირებს.

„ნიკა მელიასთან არანაირ კომუნიკაციას არ მოვახდენ. შეუძლია გამოვიდეს და საჯაროდ ბოდიში მოიხადოს და მაშინ შეიძლება ვიფიქრო მასთან რაიმეზე დალაპარაკება. თუ საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდის ჩემთან დაკავშირებით ნათქვამი სიტყვების გამო, მე არანაირი სალაპარკო ნიკა მელიასთან არ მაქვს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები