“კაი ხნის წინ მოგკლავდი” – ცნობილი ხდება კიდევ ერთი ჩანაწერი ყაზახი ქალის საქმეში

საქართველოში გარდაცვლილი ყაზახი ქალის საქმეში კიდევ ერთი ჩანაწერი ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ასელ აიტპაევასთან კონფლიქტს მის გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ბესო თორდუა თავადაც იწერდა.

ჩანაწერის მიხედვით, კაცი ყაზახ ქალს “პროკურორი ძმის” და “დეპუტატი დის” სახელით ემუქრება, თუმცა, როგორც ირკვევა, ბესო თორდუას სინამდვილეში არც და ჰყავს და არც ძმა.

“კიდევ ერთხელ გეუბნები, არ გამომიყვანო წყობილებიდან. გთხოვ უბრალოდ, არ გამომიყვანო წყობიდან. შენ ქალი ხარ, კაცი რომ ყოფილიყავი, უკვე კაი ხანია გაგისწორდებოდი. კაი ხნის უკან მოგკლავდი, მაგრამ შენ ქალი ხარ, ხელს ვერ ავწევ.

ყველაფერი ჩაწერილია, მე ძაღლებისთვის კი არ ვიწერ, მოწმეებისთვის ვიწერ. ხალხმა რომ გაიგოს, მე ის კაცი არ ვარ. მე ძმა ძაღლი მყავს. ის პროკურორია უფრო სწორედ. ის მეუბნება ძაღლი არ ვარ, პროკურორი ვარო, ერთი ყ..ეა. მე შენ ჩემი და განახე, ის დეპუტატია. რამდენჯერ უნდა განახო. ნაწილებად დაგგლეჯენ, ისე რომ წასვლას ვერ მოასწრებ თვითმფრინავამდე. მე რომ რამე დამემართოს, ისინი მოგ… პატრონს. ფეხის აწევას ვერ მოასწრებ, გაფრენაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი”, – ამბობს ჩანაწერში მამაკაცი.

მსგავსი თემები